გერმანიაში სროლის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერაციულ მხარეში, ქალაქ როტ-ამ-ზეში სროლის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი – დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი და მისი მსხვერპლები ერთმანეთს იცნობდნენ.