გრიპის ვირუსი-გაგრძელდება თუ არა არდადეგები სკოლებსა და ბაღებში?!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით,გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს.

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით“, – აცხადებს პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების ყოველკვირეულ სტატისტიკურ მონაცემებს ორშაბათობით აქვეყნებს. კითხვაზე,შესაძლოა თუ არა, ახალმა სტატისტიკურმა მონაცემმა, რომელიც 13 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს, დღის წესრიგში დააყენოს სკოლებისა და ბაღებისთვის სწავლის დაწყების გადადების რეკომენდაციის გაცემა, პაატა იმნაძე ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება და მსგავსი რეკომენდაციის გაცემის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ძირითადად ბე (B) ტიპის ვირუსი ცირკულირებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის გართულების შემთხვევები ნაკლებია.

სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.