დედოფლისწყაროში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ნაძვის ხე გვიან ღამით დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.