დმანისში სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ხორბლით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გადაიჩეხა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სატვირთო ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. როგორც ტვ4-თვის ცნობილი გახდა, მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღია და ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტვ4-თვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.