საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.
პირველი ამხანაგური შეხვედრა გუშინ დუშეთში გაიმართა. “რუსთავმა” ადგილობრივი “არაგვი” 3:0 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან გოლები აზიზოვმა, ლაბაძემ და გოგილაშვილმა გაიტანეს. შემდეგი ამხანაგური მატჩი რუსთავში დინამო ზუგდიდის წინააღმდეგ გაიმართება.