სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება. რეგულაცია ძალაში დღეს შევიდა, რომლის თანახმადაც აღნიშული რეგულაციის დაკმაყოფილება ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს მოუწევთ, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება, ასევე შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.
დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.









