არასამთავრობო ორგანიზაციის “ნაბიჯ-ნაბიჯ” ორგანიზებით, რუსთავის თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით “ერთად ვაქციოთ ზღაპარი რეალობად” იმართება.
ღონისძიების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას 50 ბავშვი როგორც რუსთავიდან ,ასევე დედაქალაქიდან იღებს.
ღონისძიების მხარდამჭერია რუსთავის მერია ;სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი.
დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
ღონისძიებას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ესწრებიან.