ვირუსული ინფექციით 8 წლის ბავშვი დაიღუპა

მწვავე ვირუსული ინფექციით, თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით,მოზარდი თემქაზე მდებარე ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. პაციენტს ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკურნალობა დაგვიანებული გახდა. ექიმების განმარტებით, ვირუსი სწრაფად პროგრესირებდა.  პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს , დაიწყო შესაბამისი მკურნალობა, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის ღორის გრიპი არ დასტურდება.