ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა, 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები სერგო მოვსესიანი და ლაშა ოზბეთელაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თენგიზ ბასტოიანი და ოთარ ესიტაშვილი დაეუფლნენ.
გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 4 სპორტსმენით იასპარეზა.