თავდამსხმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

თავდასხმა მოხდა ქობულეთში, “სოკარ ჯორჯია გაზის” ფილიალში. როგორც ცნობილი გახდა, თავდამსხმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს,თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს.

შსს-ს ცნობით,გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.