თბილისში, თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად, 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა. მას თბილისში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
 
		 
    








