თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა-ცხოველი პატრულის თანამშრომლებმა უვნებლად დააბრუნეს.
სოციალურ ქსელში ვიდეოს თომა ჩაგელიშვილი ავრცელებს.
ცხოველი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. მაჩვზღარბა ქუჩაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ზოოპარკის დირექტორი ვარაუდობს,რომ ცხოველი გალიიდან გადმოვარდა ან გამოძვრა.
” რაც მთავარია ცხოველი უვნებელი დაბრუნდა,ის ადგილი ამოვქოლეთ “, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.