ბრიტანელ ტურისტს, საქართველოში ველოსიპედი მოპარეს.
ბრიტანელ, 28 წლის მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში, ჰოსტელ C2-თან ველოსიპედი მოპარეს – ამის შესახებ დაზარალებული ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში წერდა.
„აქამდე მოსასვლელად ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ, თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ, ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!”, – წერდა მოგზაური
როგორც ცნობილი ხდება, უცხოეთის მოქალაქეს, საკუთარი ინიციატივით , ერთ-ერთი კერძო კონპანია დაეხმარება და ველოსიპედს აჩუქებს.









