თბილისში ჩინეთიდან დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა.

ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან თბილისში 21:35 საათზე სამგზავრო თვითმფრინავი უნდა ჩამოფრენილიყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ავიარეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ლევან კარანაძის თქმით, ჩინეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენის გაუქმების მიზეზად საახალწლო ღონისძიებები დაასახელა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 25 და 27 იანვარს დაგეგმილი პენიკი-ურუმჩი-თბილისის ავიარეისებიც გაუქმდა.