რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში დღეს, საბავშვო სპექტაკლი სახელწოდებით “თბილი სახლი” დაიდგა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, პატარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. სპექტაკლს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც დაესწრო.
სპექტაკლი 2-დან 7 იანვრის ჩათვლით დღეში ორჯერ, 12:00 და 15:00 საათზე იქნება წარმოდგენილი.
სამი დღის განმავლობაში 2, 3, და 4 იანვარს რუსთავის მერიის ინიციატივით, 2 000-მდე ბენეფიციარს თეატრის უფასო ბილეთები და საჩუქრები გადაეცემათ.
სპექტაკლზე დასასწრებად უფასო მოსაწვევები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, ომის ვეტერანთა ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დარიგდა.
სპექტაკლი “თბილი სახლი” სპეციალურად საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დაიდგა.