თხევადი აირის ბალონების ინსპექტირება -ეკონომიკის სამინისტროს განცხადება

ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილების მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილები თხევადი გაზის აირბალონებით სარგებლობენ 1 იანვრიდან  ახალი რეგულაციები ამოქმედდა. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ისინი ვალდებულები არიან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – 3 წელიწადში ერთხელ.

რუსთაველები ახალი რეგულაციების ხარვეზებზე მიუთითებენ და ინფორმირებულობის პრობლემებზე საუბრობენ. ავტომანქანების მძღოლები აღნიშნავენ, რომ რუსთავში თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი არ არსებობს, რაც მძღოლებისთვის დამატებით პრობლემას შექმნის.