თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული სიმპტომებით ამ ეტაპზე ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი ჩინეთის.
„ჩინეთის ორ მოქალაქესთან, რომლებიც ბავშვები არიან, ამ ეტაპზე ცხვირსახის ვირუსუკოგიური კვლევით დადასტურდა „ა“ ტიპის გრიპი, რაც სავარაუდოდ გამორიცხავს კორონავირუსის არსებობას, თუმცა ხვალ ველოდებით საბოლოო პასუხს…
რაც შეეხება ახალ პაციენტებს, საქართველოს მოქალაქე დედა-შვილს, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მათთანაც არ დასტურდება პნევმონია, ლაბორატორიული კვლევებით არ არის სერიოზული დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ასევე გვყავს საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცი, რომელთანაც ასევე არ აღინიშნება სერიოზული დარღვევები, მასთანაც ხვალისთვის ველოდები საბოლოო პასუხებს, “,- განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
ექიმი იმასაც აღნიშნავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
ფოტო: metronome.ge