ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ეწვია და ქართველ სამხედროებს ახალი წელი პირადად მიულოცა . მინისტრმა ჯარისკაცებთან მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების პირობა კიდევ ერთხელ დადო.
ვაზიანში ჩასვლამდე, მინისტრი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მყოფ სამხედროებს მოულოდნელად ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.







