ირანში შეკრებილი აქციის მონაწილეები, უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.
ირანში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტი ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტის აღიარებას მოჰყვა, რასაც ირანის ხელისუფლებამ “ადამიანური შეცდომა” უწოდა. მომიტინგეები დამნაშავეების დასჯასა და უზენაესი ლიდერის გადადგომას ითხოვენ.









