ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი დააკავეს

თეირანში სამართალდამცველებმა ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რობერტ მაკეირი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

ირანელი სტუდენტები თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ირანელი სამხედროების მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი პოლიციის მტკიცებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი უნივერსიტეტთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან მომიტინგეებს ხელმძღვანელობდა.

რობერტ მაკეირი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.