“ბიბისის” ცნობით, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მგზავრი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.