იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის პოლიციამ საქართველოს 4 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციითვე, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. სასამართლომ ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა და საიმიგრაციო სამსახურს გადასცა. მათ იტალია 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.