ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი, 41 წლის ასაკში, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად ბორტზე კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მისი 13 წლის ქალიშვილიც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.
ავიაკატასტროფა ლოს-ანჯელესის მახლობლად, კალაბასასში მოხდა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.