კონკურსი უმაღლესი განათლების მქონე ლიდერებისა და ექსპერტებისთვის

პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი და ფონდი „ცვლილებათა ლიდერები” აცხადებენ მორიგ ღია კონკურსს ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2020/2021 აკადემიური წლისათვის-ინფორმაციას სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაგზავნა 24 იანვრამდე (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი)შემდეგ მისამართზე gubernia.rustavi@gmail.com-ზე შეუძლიათ.

ცენტრის ცნობით, პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულ არიან თავიანთ ქვეყნებში და რეგიონში დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით.

პროგრამა პოლონეთის 5 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) ხორციელდება და ორი სემესტრის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლებას და სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში 2–4 კვირიან პროფესიონალური სტაჟირებას მოიცავს.

ცენტრი სასწავლო მიმართულებების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.
სასწავლო მიმართულებებია:
• ეკონომიკა და მენეჯმენტი
• ადმინისტრირება (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება)
• საჯარო მმართველობა (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება)
• სამართალი
• სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია და სოციოლოგია)
• პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობი
• გარემოს დაცვა
• უსაფრთხოების საკითხები
• კრიზისის მენეჯმენტი
• განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება

ინფორმაციაში განსაზღვრულია დაფინანსების პირობებიც,რაც ყოველთვიური სტიპენდიას 1600 ზლოტის ოდენობით გულისხმობს.

ამასთანავე, პროგრამის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ყოველთვიურად შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
• საცხოვრებელი პოლონეთში
• ჯანმრთელობის დაზღვევა
• პოლონეთში გამგზავრებისა და უკან გამომგზავრების ხარჯები
• საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯები
• სავიზო მოსაკრებელი
• სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის ხარჯები
• გაცნობით ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯები
• პოლონური ენის კურსი (ოქტომბერი-მაისი)

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქეობა ან მუდმივად ცხოვრების უფლება
• სრული უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი)
• 40 წლამდე ასაკი
• პროფესიული გამოცდილება – მინიმუმ 2 წელი
• პოლონური ენის A1 და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
• გაითვალისწინეთ, რომ სულ მცირე 2 წელი უნდა იყოს გასული მინიმუმ 6-თვიანი სასტიპენდიო პროგრამის გავლიდან!
დაინტერესების შემთხვევაში პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე e-mail: gubernia.rustavi@gmail.com