ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსმა 213 ადამიანი იმსხვერპლა. ასევე, ინფიცირებულთა რიცხვმა 9 692 შეადგინა, მათგან 1 500-ზე მეტი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ორი ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით ინფიცირებულები მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოვლინდნენ.