სააგენტო “როიტერის” ცნობით, ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ინფორმაციით, ჩინელი მოქალაქე ავსტრალიაში, კერძოდ, მელბურნში 19 იანვარს ჩაფრინდა. ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაინფიცირებულის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
“მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ საზოგადოებას განგაშის მიზეზი ჯერჯერობით არ აქვს”,-განაცხადა ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორიას მეზობლად მდებარე ახალი სამხრეთ უელსის შტატში მედიკოსები ახალ ვირუსზე ოთხ ადამიანს ამოწმებენ, თუმცა ჯერჯერობით, კორონავირუსით მათი დაინფიცირება არ დასტურდება.
ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, ინფიცირებულების რაოდენობა კი 1 287-მდე ფიქსირდება.