კორონავირუსის შემთხვევა საფრანგეთშიც დაფიქსირდა

საფრანგეთის ორ ქალაქში, პარიზში და ბორდოში, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანსა და სინგაპურში დაფიქსირდა.