კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულების ეტაპზეა

რუსთავში კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,კომპანია „რუსთავის წყალმა“ გადაერთების სამუშაოები დაიწყო.

კომპანიის ცნობით, სრულიად შეიცვალა წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის ამორტიზებული მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში 3 საკვანძო ჭა, 4 სახანძრო ჰიდრატი და ევროსტანდარტის 17 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მოეწყო, რომელიც წყლის ნაკადების ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა.

პროექტში კომპანია „რუსთავის წყალმა“, 250, 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.