ლეონიძის N 16- ში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული . Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ,ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვი გახდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.