მარნეულში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში დამწვრობის მიღების შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს ცხელი წყალი გადაესხა.

როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.