მაშველებმა ცაგერში, სოფელ ჩხუტელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მდინარეში ჩავარდნილი, 25 წლის მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს. სამძებრო-სამუშაოები სამი დღე გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ავტოავარია 23 იანვარს მოხდა. ავტომობილი, რომელშიც სამი მოქალაქე იმყოფებოდა, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა.
ადგილზე სამაშველო ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა ერთ გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პირველივე დღეს იპოვეს. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს.