შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო მაცნეში აღნიშნული ბრძანების მიხედვით, მეხანძრე-მაშველების გარკვეულ დანაყოფებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ.
ვახტანგ გომელაურის ბრძანების თანახმად, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის იმ დანაყოფებში, სადაც არ არის დაწესებული საქვაბე ან საბარათე კვებით უზრუნველყოფის სისტემა, მეხანძრე-მაშველები შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნენ სადღეღამისო ულუფით.
აღნიშნული ბრძანება 2020 წლის 13 იანვრიდან ამოქმედდა.