მე-20 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

მე-20 მიკრორაიონის N6 ბინაში  4 სახანძრო- სამაშველო  და პოლიციის  სამი ეკიპაჟია მობილიზებული.

Tv4-ის ინფორმაცით, ცეცხლი სახურავზე არსებულ სხვენში, საყოფაცხოვრებო ნარჩენს გაუჩნდა. ადგილზე მცირე დაკვამლიანება იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.