ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა. ქალს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.