რუსთავის მერია მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული შენობის აუქციონზე გატანას, კორპუსის დემონტაჟის და ტერიტორიის განაშენიანების ვალდებულებით, გეგმავს. შენობა-ნაგებობა აუქციონზე მიმდებარე ტერიტორიის, 6 095 კვ მ მიწის ნაკვეთთან ერთად გავა.
აღსანიშნავია, რომ კორპუსის დემონტაჟისთვის აუქციონი უკვე იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა.
კორპუსის დემონტაჟს მოქალაქეები წლებია ითხოვენ. მოსახლეობა ღიად საუბრობს, რომ შენობა საფრთხისშემცველია და იქ ხშირად ბავშვებიც თამაშობენ. ისინი წლების წინ ამავე მიკრორაიონში არსებული ავარიული შენობის ჩამონგრევის ფაქტსაც იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ კორპუსის დემონტაჟის დროული განხორციელება აუცილებელია.









