სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები წელს თითოეულ ბავშვზე გაზრდილ თანხას, 35 ლარის ოდენობით მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მერია დასაფინანსებელ თანხას ბიუჯეტში ყოველწლიურად ზრდის. გასულ წელს შემწეობას 220 ოჯახი იღებდა, წელს კი ეს რიცხვი დაახლოებით, 30 ოჯახით გაიზარდა.