მუნიციპალიტეტებში წყლის ახალ აბონენტად დარეგისტრირების საფასური მცირდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიამ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები შეიტანა.

კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება.

თვითმმართველ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი) კი –  საფასური არ იცვლება.