ნიგერიის შტატ ბორნოში ,ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბომბი ერთ-ერთ ხიდზე ამოქმედდა.
„როიტერის“ ცნობით, გარდა დაღუპულებისა ,35 ადამიანი დაშავდა .
ჯერ-ჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ აფეთქების უკან ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ დგას.