ლომოურის ქუჩაზე საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოები გასული წლის 24 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა კომპანია „გზამ“ განახორციელა.
ამასთან,ნიკო ლომოურის ქუჩაზე გზის გაფართოების მიზნით,სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის 15 სექტემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდა.
ლომოურის ქუჩაზე განსახორციელებელი კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, ახალი სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი მოწესრიგდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “გზატკეცილ +”–მა განახორციელა. სამუშაოები 2019 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.