ნორიოს ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, საშობაო სურვილი აუსრულდათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა-რამაზ ბუდაღაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-შოთა რეხვიაშვილმა, ნორიოს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, საშობაო სურვილი შეუსრულეს და ველოსიპედები გადასცეს.

შობის დღესასწაულზე რამაზ ბუდაღაშვილი ნორიოსა და მარტყოფის ბავშვთა სახლებს სტუმრობდა, ბავშვებმა მერს საშობაო სურვილები გაანდეს, მათი ოცნება ახალი თანამედროვე ტიპის ველოსიპედები იყო, მერმა მათ საშობაო სურვილები შეუსრულა და ველოსიპედები საჩუქრად გადასცა.