ოზურგეთში სუპერმარკეტს თავს შეიარაღებული პირი დაესხა

ოზურგეთში ერთ- ერთ სუპერმარკეტს შეიარაღებული პირი დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, ნიღბიანი პირი მოლარეებისგან იარაღის მუქარით ნავაჭრ თანხას ითხოვდა.

სუპერმარკეტი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დაახლოებით 1500 ლარამდე თანხა წაიღო და მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.