ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თავდამსხმელებმა აწამეს და მოკლეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლიდან ავტომანქანა დაკარგულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.