ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გრიპის სამკურნალო მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე,მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ.   როგორც ცნობილია, მედიკამენტი გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება.

უწყების განმარტებით, მედიკამენტის მიღებისთვის რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენაა აუცილებელი.

ექიმის დანიშნულებით ,მედიკამენტის მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებშია შესაძლებელი.

ამასთან, სეზონური ვირუსის გავრცელების უახლეს, გასული კვირის სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს, თუმცა ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება.