ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან უპილოტო საფრენი აპარატით ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, 14 იანვარს ოთხი საათის განმავლობაში, სადაზვერვო მიზნებით ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ახორციელებდა ფრენას, რის შემდეგაც, ოკუპირებული რეგიონის სიღრმეში შევიდა და 944.8 სიმაღლეზე ფრენდა. შემდეგ კი ტერიტორია დატოვა.

„საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მიზანმიმართულად ახდენს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონსტრუქციული ნაბიჯების იგნორირებას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობის და ორმხრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შეიწყალა საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამის შესახებ ცხინვალის მედიასაშუალება „რესი“ ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.