უწმიდესმა და უნეტარესმა,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ,კიდევ 500-მდე ბავშვი მონათლა – ამის შესახებ ინოფრმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ა.წ. 14 იანვარს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 62-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-ზე მეტი ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40909 ნათლული ჰყავს“ – წერია საპატრიარქოს განცხადებაში