“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ბეჟან გუნავა დააკავეს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ბეჟან გუნავა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ავტოსაგზაო ინციდენტს უკავშირდება.

შსს-ს ცნობით, ბეჟან გუნავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.