პედაგოგებს ტრენინგი ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხზე უტარდებათ

რუსთავის მე–9 საჯარო სკოლის მე–7 და მე–8 კლასის დამრიგებლები ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხზე ტრენინგში იღებენ მონაწილეობას.

ტრენინგს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები უძღვებიან. გადამზადების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებიც ესწრებიან.

რუსთავის სკოლის გარდა გადამზადების პროგრამაში თბილისის საჯარო სკოლებიც მონაწილეობენ. ტრენინგი მე–3 დღეა  მიმდინარეობს.

ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას მანდატურის სამსახური ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

სამსახურის ცნობით პროექტი საპილოტეა,გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სკოლები იღებენ. რუსთავიდან პროექტში მე–9 საჯარო სკოლა მონაწილებს.