პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტი თელავის 1-ელ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით,22 იანვარს, საგაკვეთილო პროცესის დროს, ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლე, საკლასო ოთახიდან გაიყვანა და დერეფანში ხელით შეეხო.
ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომხდარი სათვალთვალო ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა.
მათივე ცნობით, ბავშვი არ დაშავებულა, მას სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია.
მომხდარს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა, დაეკისრება თუ არა პედაგოგს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სასჯელი.