პეკინში ვირუსის გამო, საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

კორონავირუსის გამო, პეკინში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პეკინის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო.

აღნიშნული ზომა ვირუსის შესაძლო გავრცელების შემთხვევების დროს, 14 დღის განმავლობაში, კარანტინის მკაცრი რეჟიმის შემოღებას, სატრანსპორტო კვანძებისა და ინფრასტრუქტურის სანიტარული ინსპექციის გაძლიერებას, მასობრივი ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინებს.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული დაწესებულებები დახურულია, ასევე გაუქმდა საჯარო ღონისძიებები.

ამჟამად, პეკინში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების დიაგნოზი 29 ადამიანს დაუსვეს. ერთ-ერთი პაციენტი მძიმე მდგომაროებაშია.

საფრთხის უმაღლესი დონე ასევე გამოცხადებულია ხუბეის პროვინციაში და შანხაიშიც.

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაღუპული.