რუსთავის მერიის სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი 2020 წელს რუსთაველი ახალგაზრდებისთვის რამდენიმე პროექტს ახორციელებს.
როგორც ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, მიმდინარე წელს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არაფორმალური განათლება იქნება.
ცენტრის ხელმძღვანელის ,გეგი ლიპარტელიანის ინფორმაციით,აქტივობები იგეგმება დასაქმების მიმართულებით. კერძოდ, ცენტრი ახალგაზრდა სტარტაპერების ხელშეწყობის კუთხით იმუშავებს, იმისთვის,რომ ახალგაზრდა ბიზნესმენები თავად გახდნენ დამსაქმებლები და სამუშაო ადგილები შექმნან.
ამასთან,ლიპარტელიანის განცხადებით ,პროექტი „გაიცანი შენი რეგიონი“ გრძელდება და 270 მონაწილის ნაცვლად , პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა წელს 400- მდე ახალგაზრდას ექნება.
გეგი ლიპარტელიანის ცნობით, ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თებერვლის თვეში გამოქვეყნდება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება, კალენდრის მეშვეობით ცენტრის “ფეისქბუქ” გვერდზე შეეძლებათ.
 
		 
    








